პრეზიდენტი: მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლების და განახლების მაუწყებელია

მისალოც მიმართვას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი.

გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლების და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად, მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.

მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის – ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობისმყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასთვის.

ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოუტანოს თქვენ ოჯახებსა და თვენს სამშობლოში,– წერს გიორგი მარგველაშვილი.