საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, ასევე, სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობის საკითხებს.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების პროცესი გააცნო და ტოკიოს ახალი ოლიმპიური სტადიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე თვეში გაიხსნება.