გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.
დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენციაც.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ემანუელ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთში ვიზიტის ბოლო დღეს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.