საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. არჩევნებს ეხმაურება
ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.
„საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა“,- ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.