საქართველოს პრემიერი უნგრელ კოლეგასთან შესახვედრად ემზადება.
ვიქტორ ორბანთან აუდიენციის შემდეგ ხვალ მედიისთვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება იგეგმება. მანამდე კი ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს არაოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და უკრაინაში მიმდინარე ომია. ქართული მხარე უნგრეთის ხელისუფლების პირველ პირებს იმ სამუშაოს გააცნობს, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ტარდება. ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის პარლამენტის სპიკერის სახელით ოფიციალურმა თბილისმა უკვე მიიღო ბუდაპეშტის მხარდაჭერა. ვიზიტის დროს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც უნდა ჩატარდეს. მოლოდინია, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრები ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს.
გიორგი კობერიძე აშუქებს უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტს.