ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას – ასეთია ხორვატიის პრემიერ-მინისტრის გზავნილი. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ანდრეი პლენკოვიჩმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები. ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე აღინიშნა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სამომავლო პერსპექტივა.
სალომე ქოქიაშვილი ხორვატიიდან.