ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა სომეხ კოლეგას.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც გაიმართა.