მშვიდობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება – ამ მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის მხრიდან აღინიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტრუქციული ჩართულობითა და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს.