საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა მოაწერეს. გაიმართა ქვეყნების პირველი პირების ერთობლივი ბრიფინგიც. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ განიხილეს საერთო ინტერესების მრავალი საკითხი, ერთ-ერთი მთავარი კი, ენერგეტიკას შეეხებოდა. უნგრეთი დაინტერესებულია პირდაპირი ხაზით, საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან მიიღოს ელექტროენერგია.