დაძაბული დაპირისპირება და პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დაასრულა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმის დამატებით დროზე, გიორგი მიქაუტაძის 11-მეტრიანით გახსნა, თუმცა მოგვიანებით, 59 წუთზე ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს. ბრძოლა საკმაოდ უხეში იყო, მსაჯმა სულ 9 ყვითელი ბარათი გამოიყენა, მათგან 5 ჩეხების მისამართით. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უეფა-მ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, რომელმაც ქართველების კარი 10-ზე მეტჯერ გადაარჩინა.
„მოამბის“ რეპორტაჟი ჰამბურგიდან.