პირველი მედალი პარიზის ოლიმპიადაზე. ძიუდოს მეოთხე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი აიღო. რამდენიმე წუთის წინ ფინალში ქართველ ძიუდოისტს იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ სძლია – შესაბამისად, გრიგალაშვილმა ოლიმპიური ვერცხლი მოიგო. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა დღევანდელი ასპარეზობა მოლდოველ მეტოქესთან დაპირისპირებით დაიწყო, შემდეგ იყო მერვედფინალში ავსტრიელ ძიუდოისტთან შეხვედრა, მისი დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში ტაჯიკ მეტოქეს შეხვდა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელი ლი დაამარცხა და ფინალში გადავიდა.
ზაფხულის ოლიმპური თამაშების დაწყების შემდეგ, ეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების პირველი მედალია. 24 წლის ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
როგორია პირველი ემოციები დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ – ნიკოლოზ ბერაძის ჩართვა პარიზიდან.