საქართველოს პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“
კინოთეატრ „ამირანში“ საქართველოს პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა. მაყურებელმა იხილა თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება“, ვაჟიკო ჩაჩხიანის „ფუტკრის დაცემა“ და გურამ ბაქრაძის „სასტუმრო მირაჟი“ სამივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქამდე ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც გოგრიჭიანის „პაპანაქებამ“ მიიღო განსაკუთრებული აღნიშვნა სამსახიობო ანსამბლისთვის, ხოლო გურამ ბაქრაძის „სასტუმრო მირაჟი“ განსაკუთრებული საოპერატორო ნამუშევრისთვის გამოარჩიეს. სამივე ფილმი შექმნილია საქართველოს პირველი არხისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით.
ახალი დღე