საქართველოს პირველი არხის მასშტაბური პროექტი „ჩვენი ქართული ენა“, შეჯიბრი ქართული ენის ცოდნაში და ოლიმპიადის გამარჯვებულები, როგორ ფლობენ ქართულ ენას არაქართულენოვანი მოსწავლეები და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ამ მიმართულებით მაუწყებელი
საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის პირველი გამარჯვებულები გამოვლენილია.
არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარებული ონლაინ-ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადის მონაწილეები ერთმანეთს ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით მომზადებული პროექტი მომავალში მსგავსი და სხვა აქტივობებითაც გაგრძელდება.