საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, უფრო მეტად იძენს მნიშვნელობას ოპონენტებს შორის საჯარო დისკუსიისთვის ნეიტრალური პლატფორმის არსებობის აუცილებლობა.
პოლიტიკური აქტორების, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პარტიებს სთავაზობს სატელევიზიო ეთერს საჯარო დისკუსიისთვის. პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დებატების რეგულარული ფორმატი შექმნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისა და დისკუსიის არეალს (პლატფორმას), რაც უკიდურესად საჭიროა პოლიტიკური პროცესის დეესკალაციისთვის.
იმედი გვაქვს, მმართველი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.