პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მირ საქართველოს პირველ არხზე გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ეხმაურება.
თინათინ ბერძენიშვილის შეფასებით, სამწუხაროა როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს განცხადების გაკეთება პოლიტიკოსების გამონათქვამებზე. ის მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსების ეს განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც თავდასხმა მედიაზე და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა.