საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნა

ისტორიული დღე საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის.

თითქმის ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ პირველ არხს ახალი, ულტრათანემედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს. მასშტაბი, სივრცე, კონცეფცია, გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურა – ახალმა ნაგებობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის უახლესი ტექნიკით და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ორი კორპუსი მასშტაბური სტუდიებით და პავილიონებით. თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული შენობა ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი ინოვაციური პროექტების განხორციელებისა და ტექნოლოგიურად რთულად დასაძლევი ამოცანების შესრულების საშუალებას იძლევა. ჩვენი ახალი მისამართი პოლიტკოვსკაიას 31-ია. პირველი არხი თავისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს მილოცვებს იღებს. პრეზენტაციამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. გახსნის ცერემონიას უამრავი სტუმარი ესწრებოდა.

პირდაპირ ეთერში ვრთავთ ნოდარ ჩაჩუას, რომელიც ტელევიზიის ახალ შენობაში იმყოფება.