სიმბოლური კაფსულა ჩაიდო დღეს საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული ტელევიზიის 64 წლის იუბილეს აღნიშნავს. ახალი თანამედროვე შენობის საძირკველში ტელევიზიის თანამშრომლებმა სიმბოლურად საკუთარი კეთილი სურვილები განათავსეს. არხის გენერალურმა დირექტორმა პირველი ტელევიზიის იუბილეს და ახალი წამოწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2023 წელს საქართველოს პირველ არხს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სპეციალურად მაუწყებლის ამოცანებზე მორგებული შენობა ექნება. საქართველოს პირველი არხის ახალი ოფისის პროექტი მოქალაქეებმა კონკურსში მონაწილე პროექტებიდან აარჩიეს.