საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის თანამშრომლებს ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი შეხვედრების მიზანია, თანამშრომლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რა გაკეთდა არხზე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორ გაიზარდა მაუწყებლის მიმართ ნდობა, რეიტინგი და რამდენი ახალი გადაცემა განთავსდა საეთერო ბადეში.
კერძოდ, ბოლო ორ წელიწადში არხის რეიტინგი თითქმის სამჯერ გაიზარდა, ბადეში ჩაეშვა 30 პროექტი. მათ შორისაა ახალი სერიალები, გადაცემები, მეგაშოუები, გაიზარდა მაყურებელთა სეგმენტი. განახლება შეეხო საქართველოს რადიოსაც, წლის ბოლომდე მისი მოსმენა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. მომდევნო ერთ წელიწადში სრულად გადაიარაღდება პირველი არხის ტექნიკური ბაზა.