საქართველოს პირველი არხი იუბილარია. პირველმა ქართულმა ტელევიზიამ, მთაწმინდის ანძაზე გახსნილი სატელევიზიო სტუდიიდან, მაუწყებლობა ზუსტად 63 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს დაიწყო. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20:00 საათზე აინთო და ქალაქის მასშტაბით აღრიცხულ 40 000 ტელევიზორში პირველი დიქტორები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ არხს, მეორე არხსა და რადიოს აერთიანებს. პირველ არხს საკუთარი ვებგვერდი და ახალი გადაცემები აქვს, რომლებმაც ბოლო წლებში მაყურებლის განსაკუთრებული ნდობა და მაღალი რეიტინგი მოიპოვა.
გადაცემები