63 წლიანი ისტორიის მქონე არხი, მაყურებლის ნდობას და შესაბამისად რეიტინგს ისევ იბრუნებს.
პირველი არხის გუნდი ქართულ მედიასივრცეში ყველაზე მეტი და მრავალფეროვანი გადაცემით, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე მაყურებლის გემოვნებას აკმაყოფილებს. წელს გაგრძელდა და გაიზარდა მხატვრული და დოკუმენტური ქართული სერიალების წარმოება. საეთერო ბადეშია ორი ლიცენზირებული საერთაშორისო მეგა შოუც. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეშვეობით საზოგადოებამ არაერთი გამორჩეული მომღერალი გაიცნო. „მასტერშეფმა“ კი ქართულ მედიასივრცეში კულინარიული გადაცემების ახალი და უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდა.
საქართველოს პირველი არხის მაყურებელს 2020 წელს კიდევ უფრო მეტი საინტერესო შოუ, გადაცემა და ტრანსლაცია ელოდება. მათ შორის 4 „ემის“ მფლობელი მეგა შოუ „ვოისი“.
მომავალი წელი გამორჩეული იქნება სპორტის მოყვარულებისთვისაც. არხმა უკვე შეიძინა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება.
კიდევ რა სიახლეებია დაგეგმილი არხზე, რომელიც ყველას აერთიანებს, – ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში.