საქართველოს პირველი არხი განახლებული სეზონისთვის ემზადება.
24 მაისიდან ეთერში გავა მასშტაბური პროექტები, რომელთა დაწყება კორონავირუსის პანდემიამ თითქმის სამი თვით გადაავადა. ბრუნდება ყველასთვის საყვარელი მეგა-შოუ „მასტერშეფი“, საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტის მესამე სეზონისთვის მონაწილეთა შერჩევა დასრულებულია.
იწყება გადაცემის, „რა, სად, როდის“ ზაფხულის სერიები. ეკრანზე ბრუნდება პირველი არხის სერიალი „იდეალური დედა“, რომელმაც პირველივე სეზონიდან მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, „ვოისის“ ლიცენზირებული ქართული ანალოგისთვისაც.
სიახლეებია საინფორმაციო სამსახურში. მომავალი ორშაბათიდან უკვე ახალი სტუდიიდან ვიმუშავებთ. „მოამბე“ განახლებული ფორმატით, საინტერესო რეპორტაჟებითა და სტუმრებით, – მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს, რა გველოდება 24 მაისიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში.