საქართველოს პირველი არხი კიდევ ერთ მეგაშოუს გიმზადებთ.
20 თებერვალს „ვოისი“ იწყება. მსოფლიო დონის ლიცენზირებული პროექტის ქართულ ანალოგს 40 მონაწილე ეყოლება, მათგან ფინალში რვა უნდა დარჩეს.
პოპულარული მუსიკალური პროექტის ჟიურის შემადგენლობას და წესებს მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს.