საქართველოს პირველ არხზე ახალი სეზონი იწყება

საქართველოს პირველი არხი ყველასთვის – 6 სექტემბრიდან ჩვენი ტელევიზია ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. წინ არაერთი სიახლე და საინტერესო პროექტია. უცვლელი სამუშაო პრინციპებითა და განახლებული ვიზუალური შეფუთვით განაგრძობს მუშაობას საინფორმაციო სამსახური – „მოამბის“ ვიზუალურ მხარეზე „ემის“ ჯილდოს მფლობელმა, ცნობილმა ამერიკელმა კრეატიულმა დირექტორმა იმუშავა.

მოახლოებული არჩევნების ფონზე, დატვირთული იქნება პოლიტიკური გადაცემების ზოლი – დღის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენას ყველა მხარესთან ერთად, გადაცემა „დღის თემაში“ შევაჯამებთ, ეთერს დავუთმობთ საარჩევნო დებატებს, კვირის მთავარი მოვლენები კი არა მხოლოდ „ახალ კვირაში“, არამედ „აქტუალურ შაბათში“, სტუმრებთან ერთად გაშუქდება, რომელიც ახალი სატელევიზიო პროექტია.

საზოგადოებრივ-სოციალური, შემეცნებითი და მუსიკალური გადაცემები, საავტორო პროექტები, ახალი მეგაშოუები, სერიალები, დოკუმენტური ჩანახატები, სიახლეები „ახალ დღეში“ და „დღის კოდში“ – მომავალი სეზონიდან მაყურებელს განახლებული და მრავალფეროვანი საეთერო ბადე ელის. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი მაღალრეიტინგული საერთაშორისო სატელევიზიო პროექტის ქართული ანალოგი – შარკ თენქ საქართველოა“.

მოამბე

დღის თემა

აქტუალური შაბათი

ახალი კვირა