ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა საქართველოს პარლამენტში. სკოლის მოსწავლეებს განათლების კომიტეტის წევრებმა უმასპინძლეს.
მე-11 კლასელებმა დეპუტატების სავარძლები დაიკავეს და კანონმდებლებს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს – განათლების ხარისხის გაუმჯობესების, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის, ასევე სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესახებ.
სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქცენტი ბულინგზე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
20 ნოემბერს საერთაშორისო საზოგადოება ბავშვის უფლებათა კონვენციის 28 წლისთავს აღნიშნავს.