საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შალვა პაპუაშვილსა და მარჩელ ჩოლაკუს შორის დისკუსიის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იყო. დღის განმავლობაში, ქართველი სპიკერი მონაწილეობას მიიღებს ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრის მრგვალ მაგიდაში, მანამდე კი შალვა პაპუაშვილი ამ ცენტრის პრეზიდენტს შეხვდება.

როგორია გზავნილები შეხვედრების შემდეგ? – თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.