ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ირლანდიელ და თურქ კოლეგებს შეხვდა.
ირლანდიისა და საქართველოს საკანონმდებლო უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან კი საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ასევე გადაწყდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის განახლებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის თავმჯდომარეებს აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები უნდა ჰქონდეთ.