საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში

ბრიუსელში შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს განაცხადი ევროკავშირში, რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ევროპარლამენტარებთან შალვა პაპუაშვილის შეხვედრის მთავარი თემებია. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის შემდეგ პაპუაშვილი იმ ევროპარლამენტარებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ. დღესვე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება.