მზიურის საჩოგბურთო კორტებზე „საქართველოს პარლამენტის თასი 2019“ იმართება.
შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მოყვარული ჩოგბურთელები იღებენ.
ასპარეზობის მიზანი, ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.