საქართველოს პარლამენტის ნაკრებსა და კასპის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
„ჯანსაღი ცხოვრების წესის” კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ნაკრებსა და კასპის საფეხბურთო გუნდ „გენერალს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, იყო, რომელიც მსგავსი სპორტული ღონისძიებების გამართვას მომავალში სხვადასხვა რეგიონში აპირებს.
ამხანაგური თამაში კასპის გუნდის გამარჯვებით – 9:6 დასრულდა. „ჯანსაღი ცხოვრების წესის” კამპანიას პარლამენტის თავმჯდომარეც შეუერთდა.