მეორე დღეა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე.
კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებ გიორგი შუკაკიძეს და გიორგი შამანაურს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება.
დაკავებულების ოჯახს ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. შამანაური და შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის ტყის სიახლოვეს, ხვითის ტყეში დააკავეს.