საქართველოს ნაკრების წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ავსტრიული „შტურმის“ ფეხბურთელია, შემოწმების შემდეგ ვირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა ავრცელებს. კორონავირუსი კიტეიშვილის კიდევ ერთ თანაგუნდელს, ფილიპ ჰუსპეკს დაუდასტურდა. „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელების მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია და მალე ჩვეულ საწვრთნელ რეჟიმს დაუბრუნდებიან.