მზადება ესპანეთის ნაკრებთან დასაპირისპირებლად.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ახლა გერმანიის ქალაქ ფელბერტში საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება. მიმდინარეობს მოსამზადებელი ვარჯიშები. ჯგუფური ეტაპის წარმატებით გავლის და ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტის, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განწყობები და პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტურია. მეტოქე ძლიერია – ესპანეთს ევროპის ჩემპიონატზე უკვე რვაჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, არის სამგზის ევროპის ჩემპიონი, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო. თუ „ჯვაროსნების“ და „ფორია როხას“ დაპირისპირება ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება, საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გავა და გერმანიასთან ან დანიასთან ითამაშებს. 30 ივნისს მსაჯების ვინაობა ცნობილია. მატჩს ფრანგი არბიტრები განსჯიან.
„მოამბე“ კიოლნიდან, – ლევან ღუდუშაური დეტალებით.