საქართველოს ნაკრების მზადება დასკვნითი მატჩისთვის

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.დღეს 14 საათზე, საქართველო – პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფ შალკეზე გაიმართება.

18 საათზე ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს კი კვლავ ფელბერტში ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, 23 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.