ორ დღეში გაიმართება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო დაპირისპირება. უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ინტენსიურად ვარჯიშობს. ჩვენმა გუნდმა საგურამოში მესამე ვარჯიში გამართა. ამჯერად საწვრთნელ პროცესში ლევან შენგელია არ მონაწილეობდა – მან ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად, ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. 2024 წლის დასკვნითი საშინაო მატჩი 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ „ბათუმი – არენაზე“ გაიმართება.
მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.