საქართველოს ნაკრების მზადება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს, მაგრამ ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.