საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა. „ჯვაროსნებმა“ ჩეხეთის შემდეგ ალბანეთის გუნდსაც მოუგეს. 7 და 10 სექტემბერს გამართული მატჩების შემდეგ, საქართველო ერთა ლიგის „ბე“ დივიზიონის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. წინ არაერთი შესარჩევი ეტაპია. შემდეგი გასვლითი შეხვედრა 11 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრებთან გაიმართება.