წაგებული მატჩი და იმედგაცრუებული გულშემატკივარი.
საქართველომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი დაკარგა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაკავებული პოსტიდან წასვლას აანონსებს.
განხილვის და პროტესტის თემად იქცა მატჩზე დასწრების საკითხიც. პანდემიის გამო გულშემატკივართა ადგილები ცარიელი იყო, თუმცა რეგულაციები არ გავრცელებულა ე.წ. ვიპ-ლოჟაზე, რის გამოც გუშინდელ მღელვარებას გაგრძელება მოჰყვა დღესაც. ფეხბურთის ფედერაციასთან იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.