საქართველოს ნაკრების ისტორიული თამაში - ქომაგთა მზადება გურიაში

ევრო 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის გურიის სამივე მუნიციპალიტეტშიც შედგება. ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი. მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები. 18, 22 და 26 რიცხვის თამაშების გარდა, ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ მთელი თვის განმავლობაში ევრო 2024-ის სხვა მატჩებსაც ადევნონ თვალი.