კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ვენესუელის ნაკრებიც დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდა. 70:59 – ასეთი იყო საქართველო-ვენესუელის მატჩის საფინალო შედეგი. შემდეგ ეტაპი პირველ სექტემბერს დაიწყება, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგეები გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ყველა მომდევნო მატჩის ტელერეპორტაჟს პირველი არხი ტრადიციულად, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დაამარცხა და ბრძოლას მეორე ეტაპზე განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT