საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩი - გულშემატკივრების მზადება ქუთაისში

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან ქუთაისში, სადაც ღია ჩვენება 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ადგილზე ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და ფეხბურთის მოყვარულებიც იკრიბებიან, რომ ერთად უგულშემატკივრონ ჩვენ ნაკრებს.