საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. გუშინ ფელბერტში ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა. ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.