საქართველოს ნაკრები დევისის თასის გათამაშებაში მეტოქეს კასპში ახალ კორტებზე უმასპინძლებს.
ვაჟ ჩოგბურთელთა გუნდი ტუნისს ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე დაუპირისპირდება, რომელსაც ეროვნული ნაკრების რიგებში მესამე წელია არ უთამაშია. ახალი კომპლექსი დღეს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა და გახსნით მატჩს დაესწრო, რომელშიც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე უკრაინა კოლუმბიას შეხვდა.
ქართველი ჩოგბურთელები კორტებზე 15 და 16 სექტემბერს გამოვლენ, შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლა უზრუნველყოფს.