საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება

ეროვნული ნაკრები . ქართველი ფეხბურთელები საგურამოში, „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებიან. მატჩამდე ერთი დღით ადრე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ლაშა დვალმა პრესკონფერენცია გამართეს და მოლოდინებზე ისაუბრეს. უკრაინასთან მარცხის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობას ინარჩუნებს. საქართველო-ალბანეთის დაპირისპირება

ხვალ, 14 ოქტომბერს 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.