მარიხუანის მოყვანას, კულტივაციას და შემდგომ ექსპორტის საკითხს ეხმიანება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი. რამინ იდიგოვი აცხადებს, რომ ეს მათთვის მიუღებელია. იდიგოვი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალი თაობისთვის იქნება ზიანის მომტანი. გარდა ამისა, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფიქრობს, რომ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი მსოფლიოში საქართველოს იმიჯს შეულახავს.