კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა პარიზში საქართველოს ნაკრების სახელით.
პარალიმპიადაზე ჩვენმა ნაკრებმა მეოთხე მედალი მიიღო. ვერცხლის მედალი ტყვიის სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა. ფინალში პარასროლაში სერბ მეტოქეს ქართველი პარამსროლელი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა. მანამდე იყო წარმატებით დაძლეული საკვალიფიკაციო ეტაპი, მეექვსე ადგილი და რვა საუკეთესოს შორის მოხვედრა, რის შემდეგაც ჭინჭარაულმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საფრანგეთის დედაქალაქი პარალიმპიური თამაშების უკვე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მასპინძლობს. ჩვენს ქვეყანას პარალიმპიადაზე ექვს სახეობაში 14 სპორტსმენი წარადგენს.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ პარიზს, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს, – ნიკოლოზ ბერაძე მოგვიყვება დღევანდელი წარმატების შესახებ.