საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

თავდასხმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ კირბალის მიმდებარედ მოხდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა მაშინ გაისროლა, როცა ის კირბალის მკვიდრის უკანონოდ დაკავებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, რუსმა სამხედროებმა ადგილზე მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებულიც სოფელ კირბალიდანაა. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.