ლარნაკა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში საქართველოს კიდევ 99 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტში გაიარეს. მოგვიანებით კი ისინი სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.