უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კვირაში ორჯერ დაგეგმილი ჩარტერული რეისებით დააბრუნებენ.
ცოტა ხნის წინ შესრულდა ბერლინიდან რეისი, რომლითაც 200-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. შეზღუდული ავია-მიმოსვლის პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველების ნაწილს სამშობლოში ჩამოსვლის კუთხით არაერთი შეფერხება აქვს. ამიტომ დაგეგმილია ფრენების განრიგის გაწერა და მგზავრების ეტაპობრივად გადმოყვანა. ერთადერთი ქართული ავია-კომპანია, რომელიც საგანგებო რეჟიმის პირობებში ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით სპეც-რეისებს ასრულებს, გუშინ პრემიერის მკაცრი ტონის და შენიშვნის ადრესატი გახდა.