რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ რომი-თბილისის სპეც-რეისი შესრულდა.
ერთი საათის წინ ჩამოფრინდა საქართველოს 156 მოქალაქე, რომლებიც იტალიასთან ავია-მიმოსვლის შეწყვეტის გამო სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდნენ. ისინი მოკლევადიანი ვიზიტებით იტალიის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ, ფრენების შეჩერების შემდეგ კი რომში შეიკრიბნენ და იქიდან ქართული ავია-კომპანიის მიერ გაგზავნილი თვითმფრინავით წამოიყვანეს. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში ახლა კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს, 156-ვე მოქალაქე საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო ზონებში გადანაწილდება.
ნათია ქენქაძე გვერთვება თბილისის საერთაშორისო აეოპორტიდან.