ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპის უმსხვილესი სტუდენტური გაერთიანება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამასთან, რეზოლუცია მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. რიგით 84-ე საბჭოს შეხვედრას თბილისი 1-დან 8 მაისამდე მასპინძლობს.